Thursday, October 26, 2017

ვინსენტ ვან გოგი

“მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშიერებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებენ.”
ვინსტენ ვან გოგი
ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს. მან მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წელი იცოცხლა. ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, სანამ ფსიქიკურად დაავადდებოდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. დღეს ვან გოგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად მიიჩნევა.
მას გასაოცარი უნარი ჰქონდა, თავისი ხედვით შექმნილი ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.
გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპოზიციების მეშვეობით მან შეძლო გარე სამყაროს მისეული მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისთვის გაეზიარებინა.
ვან გოგი 1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში. 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 – 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 – 81) და ანტვერპენის (1885 – 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით განმსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში (“გლეხის ქალი”, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო, “კარტოფილის მჭამელები”, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ვან გოგი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886 – 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის – დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას. პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა (“ხიდი სენაზე”, 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).

ვან გოგი ვერ მოერგო პარიზულ ცხოვრებას და დიდ დროს უთმობდა სმას. მან იაპონური გრავიურა შეისწავლა და პარიზიდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ ხელოვნების სრულყოფა უფრო მშვიდ გარემოში უნდა ეცადა. ამ მიზნით 1888 წელს ვან გოგი გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში – არლში, რომელიც მარსელის ახლოს მდებარეობს.
მალე ვანგოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”. ეს გახლდათ ადგილი, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა. ვან გოგი დღეში 16 საათს მუშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა სწორედ აქ შეიქმნა. ხშირად ღამით საღებავებითა და მოლბერტით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარის შუქი თავის ნახატებში.
ვან გოგი ოცნებობდა ჩამოეყალიბებინა მხატვართა საზოგადოება და თვით გოგენიც დაიყოლია, გაწევრიანებულიყო ამ საზოგადოებაში. 1888 წლის ოქტომბერში გოგენმა მართლაც ჩამოაკითხა ვინსენტს, მაგრამ მალევე მათ შორის გაუგებრობა მოხდა და კამათის შედეგად ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, ამპარტავანი პიროვნება იყო. ვინსენტს კი, პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად.
მათი უთანხმოება ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.
ამ ინციდენტის შემდეგ ვან გოგმა გაიაზრა, რომ სრულ სიგიჟემდე ცოტაღა აკლდა და თავისივე ნებით სენ-რემის შეშლილთა თავშესაფარს მიაკითხა სამკურნალოდ. მკურნალობის პერიოდში მან 200-მდე ნამუშევარი შექმნა. ხალხმა იგი შეშლილად აღიარა და საქვეყნოდ დასცინოდნენ, რასაც მან ვეღარ გაუძლო და 1890 წელს გადასახლდა პარიზის ჩრდილო – დასავლეთით, მხატვართა ქალაქ ოვერ- სურ-უაზში. აქ ვან გოგმა პატარა კაფის თავზე იქირავა ოთახები და დღედაღამ მუშაობდა. შექმნა უამრავი ნახატი და მათ შორის ერთ-ერთი შედევრი “ოვერ-სიურ-უაზის ეკლესია”. მან თავის ექიმთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ფსიქიკური პრობლემები მაინც აწუხებდა. ივლისში პურის ყანები დახატა. “ეს პურის უკიდეგანო ყანებია მღელვარე ცის ქვეშ და მე სრულიადაც არ გამჭირვებია სევდისა და უკიდურესი მარტოობის გადმოცემა.” კვლავ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, მისმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო, 1890 წლის 27 ივლისს კვირა დღეს ქალაქგარეთ გაემგზავრა და შუაგულ მინდორში ვან გოგმა გულში დაიხალა ტყვია. დაჭრილმა ვინსენტმა სასტუმროში დაბრუნება მოახერხა. 1890 წლის 29 ივლისს ღამის პირველ საათზე ვინსენტ ვან გოგი გარდაიცვალა.

ვანგოგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შედევრს “მზესუმზირები” წარმოადგენს. ვინსენტს ყვითელი ფერი განსაკუთრებით უყვარდა, რომელსაც ჭარბად იყენებს თავის ცნობილ “მზესუმზირებში”.
“მზესუმზირები” – ვინსენტ ვან გოგის ნახატების ორი ციკლი. პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს. იგი ეძღვნება მწოლიარე ყვავლილებს. მეორე სერია დაიხატა ერთი წლის შემდეგ ქალაქ არლში. მეორე სერია ეძღვნება მზესუმზირის თაიგულებს ლარნაკში. ორი პარიზული ნახატი შეიძინა ვან გოგის მეგობარმა – პოლ გოგენმა. “ჩემში არის ცოტა მზესუმზირა,”- ამბობდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა ამ ნაყოფიერ ყვავილებს. მისთვის მზესუმზირას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – ყვითელი ფერი მეგობრობასა და იმედს ასახიერებდა, გაშლილი ყვავილი კი მადლიერების სიმბოლოდ მიაჩნდა.
ვან გოგმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნახატი, ისიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 1890 წელს გაყიდა სულ რაღაც 400 ფრანკად. ეს იყო “წითელი ვენახები არლში”. დღეს ვან გოგის ტილოები ფასდაუდებელია.

ამადეო მოდილიანი

მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა. აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიცაა პაბლო პიკასო და კონსტანტინე ბრინშუკი, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.

მოდილიანს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადდებოდა. 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.
მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა უმეტესად მოიცავს ნახატებსა და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენს. ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამოდენიმე პეიზაჟი. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, ნამუშევრებმა მხოლოდ მხატვრის სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება…
1918 წელს ამადეო მოდილიანმა გაიცნო 19 წლის სტუდენტი ჟანა ჰებიტერნი, რომელიც მუზა გახდა მხატვრის ცნობილი შედევრებისა. ამადეომ ჟანას პორტრეტი პირველივე შეხვედრისას დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: “შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე”.
ჟანას მამა პარფიუმერულ ფირმაში მუშაობდა, ძმა – ანდრე კი მხატვარი იყო. მისი ნახატები ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი.
ქალებისმოყვარულ, ლოთ სასიძოს ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად.
1918 წლის 29 ნოემბერს მათ ქალიშვილი ეყოლათ. მოდილიანის ნახატები სხვადასხვა გამოფენებსაც ამშვენებდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ 1920 წლის იანვარში ის ტუბერკულიოზით არ გარდაიცვალა. მისი სიკვდილის დროს ჟანა მეორე ბავშვზე იყო ორსულად, თუმცა, როგორც ცნობილია, მან ვერ გადაიტანა მოდილიანის სიკვდილი, ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა.
ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდი მხატვრებმა პომპეზურად დაასაფლავეს, ჟანა კი მეორე დღეს პარიზის შემოგარენში მიაბარეს მიწას. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით, გადაასვენეს და მოდის გვერდით დაკრძალეს. მათი შვილი – ჟანა ამადეოს ნათესავებთან გაიზარდა.
ამადეო მოდილიანი თავისი განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდა.. მისი ნახატების ამოცნობა ყოველთვის მარტივია, რადგან დამახასიათებელია არაპროპორციულობა ადამიანის სხეულისთვის და დახვეწილი, თბილი ფერების პალიტრა. როგორც ყოველთვის, ის სიკვდილის შემდეგ უფრო დააფასეს.. დღეს კი აღიარებული და პოპულარული მხატვარია…


ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლ “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი ელენე, ხატე, ხშირად ხატე.. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება”  კახური პეიზაჟები მართლაც არა ერთხელ გამხდარა ელენე ახვლედიანის ინსპირაციის წყარო.  




ედიანი თელავში 1901 წელს დაიბადა. მხტავრის ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენეს პირველი გატაცება მუსიკა იყო, თუმცა ბავშვობაშივე დაინტერესდა ხატვით. მისი ნახატები პირველად ელენეს მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა თუ როგორ უთხრა ბარნოვმა კლასის თანდასწრებით ელენეს:
მოგვიანებით ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადასახლდა.  გიმნაზიის პარალელურად ელენე სამხატვრო სასწავლებელშიც დადიოდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკამდემიაში გააგრძელა სწავლა გიგო გაბაშვილის კლასში. 1922 წელს ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი საგანგებო სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა. წასვლამდე  რამდენიმე ხნით ადრე ელენე მხატვრების ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. აღსანიშნავია ისიც,  რომ მოგვიანებით, 1950-60-იან წლებში ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ახვლედიანის ნამუშევრებს ეყრდნობოდა დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას. ასე რომ, თავიდანვე გამოიკვეთა ძველი თბილისი ელენე ახვლედიანის შემოქმედების მთავარ თემად. მხატვარი 2 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი პარიზში, კოლაროსის აკადემიისკენ აიღო გეზი.  პარიზში ელენე ახველედიანი დიდ დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ქეთევან მაღალაშვილთან, ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად. პარიზშივე მიიღო პირველ გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც ბევრი სხვა ექსპოზიცია დაემატა. მათ შორის იყო  პერსონალური გამოფენაც. ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა ბევრ სხვა დამთვალიერებელთან  ერთად პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა “კახეთი, ზამთარი.”
ახველედიანის ნახატები ცნობილმა კოლექციონერებმა შეიძინეს, გამოფენებს გამოეხმაურა პრესაც. ელენეს ნამუშევრები პარიზის შემდეგ ამერიკაში გამართულ გამოფენაზეც აღმოჩნდა. მხატვარი ჰოლანდიაშიც მიიწვიეს, მაგრამ დედის მძიმე ავადმყოფობის გამო იგი იძულებული გახდა  საქართველოში დაბრუნებულიყო. მალე მისი გამოფენები თნილისში, ქუთაისსა და თელავში მოეწყო. თბილისში გამართული გამოფენის შემდეგ ელენე ახველდიანს თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილმა შესთავაზა.  მას შემდეგ მხატვარმა ბევრი სპექტაკლის გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა. 1930-1933 წლებში იგი ძირითადად თეატრში და წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა. ელენე ახვლედიანმა სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი’, “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები. ომის შემდგომ მისი სათეატრო მოღავწეობა საქართველოს ფარგლებს გასცილდა. ელენე ახვლედიანი აფორმებდა სპექტაკლებს მოსკოვში, კიევში, ხარკოვში. ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ რეპრსიების წლებში მხატვრის გადართვა თეატრზე შესაძლოა მისი გადარჩენის ერთდაერთი გზა ყოფილიყო, რადგან უცხოეთიდან დაბრუნებული  ცენზურის მხირდან განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გარდა ამისა, მისი მეგობრობა ცისფერყანწელებთან, ასევე რეპრსირებულ მხატვართან დიმიტრი შევარდნაძესთან უფრო ზრდიდა ტოტალიტარული სისიტემის მხრიდან მისადმი უნდობლობას. 1936 წელს ახველდიანმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიისთვის“ ტილოთი “ამხანაგი სტალინი არალეგალურ კრებაზე კრწანისში.“  სისტემისადმი ხარკის გაღება მოუხდათ ასევე მის კოლეგებსაც, მაღალაშვილს, კაკაბაძეს და გუდიაშვილს.
1939 წელს ელენე ახვლედიანმა სახელოსნო მიიღო, რომელიც “პატარა საქართველოდ” აქცია. დღეს ახლა იქ მისი სახლმუზეუმია. ამ სახელოსნოში ინახებოდა მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული და განადგურებას გადარჩენილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი და სხვა მხატვრების მიერ (მათ შორის პიკასოს) შესრულებული ნახატები. სახელოსნო-სახლს ახვლედიანი ხშირად უთმობდა სხვადასხვა შეხვედრებს, საღამოებს, კონცერტებსა თუ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს. სახელოსნოში არაერთხელ გაიმართა პეიზაჟისტ-პლენერისტთა ჯგუფური გამიფენები. პეიზაჟისტებს და მათ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში თავად მხატვარი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, მის სახლშია გადაღებული ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის “მზე შემოდგომისა” წვეულების სცენა, სადაც კადრში ელენე ახვლედიანთან ერთად ლადო გუდიაშვილიც ჩანს. მხატვარი გასაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვთა შემოქმედებსაც. იგი არაერთხელ ყოფილა ბავშვთა გამოფენების ინიციატორი, მასვე ეკუთვნოდა ბავშვთა ნამუშევრების საგამოფენო დარბაზის შექმნის იდეა.
1960-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადახვა ქალაქებში. 1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მხატვარი 1975 წელს  პოპულარობის ზენიტში თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ელენე ახვლედიანი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც გენიალური მხატვარი, არამედ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი. თანამედროვეები ხშირად იხსენებდნენ მის განსაკუთრებულ სიყვარულს და ზრუნვას ძველი თბილისისადმი, მისი სახის შენარჩუნებისთვის. მხატვრის უშუალო ჩარევის შედეგად არაერთი ძველი შენობა გადაურჩა ნგრევას. ბევრი უცხოელი თუ ქართველი მეგობრისთვის იგი თბილისთან ასოცირდებოდა. თავად სერგო ფარაჯანოვს არაერთხელ უთქვამს: “თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია”. დღესაც  ბევრი ადამიანისთვის “ელიჩკას თბილისია”  ნამდვილი თბილისი.

ვინსენტ ვან გოგი

“მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშიერებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, რომელთაც ისინი სულ...