ელენე ახვლ “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი ელენე, ხატე, ხშირად ხატე.. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება” კახური პეიზაჟები მართლაც არა ერთხელ გამხდარა ელენე ახვლედიანის ინსპირაციის წყარო.
ედიანი თელავში 1901 წელს დაიბადა. მხტავრის ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენეს პირველი გატაცება მუსიკა იყო, თუმცა ბავშვობაშივე დაინტერესდა ხატვით. მისი ნახატები პირველად ელენეს მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა თუ როგორ უთხრა ბარნოვმა კლასის თანდასწრებით ელენეს:
მოგვიანებით ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადასახლდა. გიმნაზიის პარალელურად ელენე სამხატვრო სასწავლებელშიც დადიოდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკამდემიაში გააგრძელა სწავლა გიგო გაბაშვილის კლასში. 1922 წელს ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი საგანგებო სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა. წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ელენე მხატვრების ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვიანებით, 1950-60-იან წლებში ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ახვლედიანის ნამუშევრებს ეყრდნობოდა დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას. ასე რომ, თავიდანვე გამოიკვეთა ძველი თბილისი ელენე ახვლედიანის შემოქმედების მთავარ თემად. მხატვარი 2 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი პარიზში, კოლაროსის აკადემიისკენ აიღო გეზი. პარიზში ელენე ახველედიანი დიდ დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ქეთევან მაღალაშვილთან, ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად. პარიზშივე მიიღო პირველ გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც ბევრი სხვა ექსპოზიცია დაემატა. მათ შორის იყო პერსონალური გამოფენაც. ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა ბევრ სხვა დამთვალიერებელთან ერთად პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა “კახეთი, ზამთარი.”
ახველედიანის ნახატები ცნობილმა კოლექციონერებმა შეიძინეს, გამოფენებს გამოეხმაურა პრესაც. ელენეს ნამუშევრები პარიზის შემდეგ ამერიკაში გამართულ გამოფენაზეც აღმოჩნდა. მხატვარი ჰოლანდიაშიც მიიწვიეს, მაგრამ დედის მძიმე ავადმყოფობის გამო იგი იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო. მალე მისი გამოფენები თნილისში, ქუთაისსა და თელავში მოეწყო. თბილისში გამართული გამოფენის შემდეგ ელენე ახველდიანს თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილმა შესთავაზა. მას შემდეგ მხატვარმა ბევრი სპექტაკლის გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა. 1930-1933 წლებში იგი ძირითადად თეატრში და წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა. ელენე ახვლედიანმა სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი’, “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები. ომის შემდგომ მისი სათეატრო მოღავწეობა საქართველოს ფარგლებს გასცილდა. ელენე ახვლედიანი აფორმებდა სპექტაკლებს მოსკოვში, კიევში, ხარკოვში. ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ რეპრსიების წლებში მხატვრის გადართვა თეატრზე შესაძლოა მისი გადარჩენის ერთდაერთი გზა ყოფილიყო, რადგან უცხოეთიდან დაბრუნებული ცენზურის მხირდან განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გარდა ამისა, მისი მეგობრობა ცისფერყანწელებთან, ასევე რეპრსირებულ მხატვართან დიმიტრი შევარდნაძესთან უფრო ზრდიდა ტოტალიტარული სისიტემის მხრიდან მისადმი უნდობლობას. 1936 წელს ახველდიანმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიისთვის“ ტილოთი “ამხანაგი სტალინი არალეგალურ კრებაზე კრწანისში.“ სისტემისადმი ხარკის გაღება მოუხდათ ასევე მის კოლეგებსაც, მაღალაშვილს, კაკაბაძეს და გუდიაშვილს.

1960-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადახვა ქალაქებში. 1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მხატვარი 1975 წელს პოპულარობის ზენიტში თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ელენე ახვლედიანი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც გენიალური მხატვარი, არამედ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი. თანამედროვეები ხშირად იხსენებდნენ მის განსაკუთრებულ სიყვარულს და ზრუნვას ძველი თბილისისადმი, მისი სახის შენარჩუნებისთვის. მხატვრის უშუალო ჩარევის შედეგად არაერთი ძველი შენობა გადაურჩა ნგრევას. ბევრი უცხოელი თუ ქართველი მეგობრისთვის იგი თბილისთან ასოცირდებოდა. თავად სერგო ფარაჯანოვს არაერთხელ უთქვამს: “თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია”. დღესაც ბევრი ადამიანისთვის “ელიჩკას თბილისია” ნამდვილი თბილისი.
No comments:
Post a Comment